ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს ყველაზე ინტელექტუალური სკოლა გამოვლინდა

18 მაისს საქართველო „ინტელექტის დღეს“ აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებს შორის თამაშში „რა? სად? როდის? - ინტელექტის დღე 2014“ დასკვნითი რაუნდი გაიმართა.

ფინალში  ბათუმის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, შარშანდელი ჩემპიონი თბილისის კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი – ფოთის გუნდმა დაიკავა.  თამაშში კერძო სკოლების გუნდებიც მონაწილეობდნენ.

ყველაზე მასშტაბურ ინტელექტუალურ შეჯიბრში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ რაუნდში გამარჯვებულ 72–ი სკოლის გუნდს შორის  საუკეთესო გამოვლინდა. მონაწილეებმა 36 შეკითხვას უპასუხეს. 

ფინალურ თამაშს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ. პროექტის ორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა სამინისტრო;
  • საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“.
  • პროექტის გენერალური პარტნიორია „კავკასიის უნივერსიტეტი“;        
  • პარტნიორები: „IDS ბორჯომი საქართველო“ და გამომცემლობა „პალიტრა L“.

„ინტელექტის დღე“ წელს უკვე მესამედ იმართება. 2014 წელს პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე სკოლა მონაწილეობდა. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე