ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სასწავლო პროგრამები პროფესიულ განათლებაში

პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის პროცესში  მნიშვნელოვანი როლი აკისრია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში არსებულ პროექტს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკონსულტაციო მომსახურების სისტემის მოდერნიზაცია“, როგორც ადამიანური რესურსების, ისე სასწავლო მასალებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით  რვა პროფესიაში ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა. დღეს, კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები გაეცნენ პროფესიულ სტუდენტებზე ორიენტირებული, შედეგებზე გათვლილი და მოქნილი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პილოტირების მეთოდოლოგიას.

ტრენინგის გახსნას დაესწრნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე - ქეთევან ნატრიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე - სოფო ქემხაძე, და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი - ნათია ნაცვლიშვილი.

ახალი სასწავლო პროგრამები პასუხობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაქმების ბაზრის ყველაზე მწვავე საჭიროებებს.  თანამედროვე მოდულური მეთოდოლოგიით სწავლება წარიმართება შემდეგ სპეციალობებში:   ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მემცენარე, მეხილე, მეცხოველე, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი, რძის გადამმუშავებელი. აღსანიშნავია, რომ ფერმერობა, როგორც პროფესია, პირველად დამკვიდრდება პროფესიული კოლეჯების პროგრამაში.

ახალი პროგრამები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შეაფასა, მისი განცხადებით - ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, სრულიად თანამედროვე, შედეგებზე ორიენტირებული  მოდულური პროგრამები, რომელიც საბოლოო ჯამში აამაღლებს ხარისხს და მივაღწევთ იმ დონეს, რაც გვჭირდება პროფესიულ განათლებაში.

სასწავლო პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ მრავალმხრივი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმების კარგი შესაძლებლობა. სასწავლო კურსები შემუშავებულია კერძო დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით. პრაქტიკული სწავლების 50 პროცენტი ჩატარდება საწარმოებსა და ფერმერულ მეურნეობებში. 

ახალი სასწავლო პროგრამების პილოტირება გაიმართება 2014 წლის ზაფხულში კაჭრეთის, თელავის, ახალციხისა და სენაკის პროფესიულ კოლეჯებში. საცდელ პროგრამებში 130 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამები სოფლის მეურნეობაში შემუშავებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე