ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სამაგისტრო პროგრამა ქართული უნივერსიტეტებისთვის

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - შტაინბაის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ვერნარ ფაიქსი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი დოქტორი ევა კროდელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს  შეხვდნენ.

შეხვედრა  გერმანული მხარის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის ამოქმედებას. სამუშაო შეხვედრაზე ვერნარ ფაიქსმა  პროექტის შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა,  გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან ამ მიმართულებით, რათა მსგავსი პროგრამის დაარსება ჩვენს ქვეყანაშიც  გახდეს შესაძლებელი.

მხარეები იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა მალე უფრო გაღრმავდება და ქართველ სტუდენტებს  საშუალება ექნებათ არჩევანი კიდევ ერთ, მაღალი დონის სამაგისტრო პროგრამაზე გააკეთონ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე