ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ორგანიზება გაუკეთა თანამშრომლობის პირველ ფორუმს „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უკვე  არსებული პროგრამების განსავითარებლად და ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანთლებლო პროგრამების შესაქმნელად. ღონისძიების ფორმატი მოწვეულ სტუმრებს საშუალებას აძლევდა მოესმინათ მშენებლობის მიმართულებით საინტერესო მოხსენებები, მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში და სამუშაო ჯგუფებში შემდეგ თემატიკასთან დაკავშირებით:

  • რა ცვლილებებია მოსალოდნელი მომავალი 10 წლის განმავლობაში სამშენებლო ბიზნესში, რა გავლენა აქვს მას მომავალ საკვალიფიკაციო მოთხოვნაზე და რა კეთდება ამ მხრივ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისათვის;
  • ახალი მოთხოვნების მიხედვით პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად რა სამომავლო გეგმები არსებობს სამშენებლო სექტორში შენობების უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობისა,  სამუშაო უსაფრთხოების თვალსაზრისით და რა გამოწვევების წინაშე დგას არქიტექტურა და დიზაინი;
  • როგორ შეიძლება გამოსწორდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და სამშენებლო სექტორს შორის და როგორ მუშაობს მშენებლობის სფეროში უმაღლესი და  პროფესიული განათლება ერთობლივად.

გარდა ამისა, კერძო კომპანიის წარმომადგენლები ფორუმის ფარგლებში ორგანიზებული გამოფენის მეშვეობით,  უფრო ახლო გაეცნენ  არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებსა და მათ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ თანამშრომლობას.

ფორუმი გახსნეს GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის  ხელმძღვანელმა - მარიტა რიდელმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - ქეთევან  ნატრიაშვილმა.

ფორუმზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, სამშენებლო გამოფენების ორგანიზატორები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, მშენებლობის სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე