ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) პრეზენტაცია გაიმართა განხორციელებულ, მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე.

პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელმძღვანელმა ნენსი პარკსიმ.  პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამინისტროს წარმომადგენლები,  დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) საპილოტე და არასაპილოტე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ასევე სართაშორისო ორგანიზაციების: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCC), მსოფლიო ბანკის (World Bank) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია,  ხელი შეუწყოს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შემოღებასა და დანერგვას. პროცესის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 300 საჯარო და ეთნიკური უმცირეროსობის სკოლის დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებელი და დაწყებითი საფეხურის დაახლოებით 40 000 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.

დაწყებითი განათლების 5 წლიანი პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.

დაწყებითი განათლების პროექტი ასევე ხელს უწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას მასწავლებელი ფასილიტატორების ხელმძღვანელობით და პროცესში სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას.

პროექტმა უკვე დაიწყო პილოტირების პროცესი 122 საპილოტე სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები 1200 დაწყებითი საფეხურის ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებლებისათვის სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიის შესახებ.

2016 წელს პროექტის დასრულებისათვის ქართველი მოსწავლეებისათვის მისაწვდომი იქნება  მრავალფეროვანი რესურსები, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კითხვასა და მათემატიკაში, რაც დაეხმარებათ მათ აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში და დაეუფლონ მაღალ სააზროვნო უნარებს და ცოდნას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე