ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლების მოვლა-შენახვის სისტემის შემუშავების პროექტი იწყება

უსაფრთხო, ჯანსაღი, სწავლის მასტიმულირებელი  და მიმზიდველი გარემო სასწავლო შედეგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.  ამ მიზნის მისაღწევად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუკეთეს საჯარო სკოლების მოვლა-შენახვის სისტემის შემუშავების პროექტს, რომელიც დღეს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და საერთაშორისო კონსულტანტმა ალბერტო ტრევესიმ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს გააცნეს.

სამინისტროში პრეზენტაციამდე, ექსპერტმა ალბერტო ტრევესიმ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლები მოინახულა, სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა და  პროექტის შინაარსი გააცნო.

საქართველოში სკოლის შენობების კვლევამ აჩვენა, რომ მათი მოვლა-პატრონობის სისტემა არ არსებობს, რამაც განაპირობა შენობების მდომარეობის თანდათანობითი გაუარესება. ეს საგანმანათლებლო სისტემისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს და მისი გადაჭრა  აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება. უნიფიცირებული და მოქნილი სისტემა შესაძლებლობას მისცემს სკოლებს, რომ დროული რეაგირება მოახდინონ და გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 

პროექტი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე $140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება.  კომპაქტის საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის ივლისში მოეწერა და ხუთი წლის განმავლობაში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს მოიცავს. 

სისტემის შემუშავება მოხდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო ტექნიკურ მხადაჭერას გაუწევს საერთაშორისო კონსულტანტი ალბერტო ტრევესი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე