ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ტურისტული სეზონი 2014“ ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ტურისტული სეზონი 2014“, რომლის ფარგლებშიც, კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ეწვივნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ბიზნესპარტნიორი ორგანიზაციების, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, უკრაინელმა და ფრანგმა ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმა კოლეჯის სტუდენტებთან ერთად, თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს ზღვის პროდუქტების საფირმო კერძების მომზადებაში. სტუმრებმა კოლეჯი დაათვალიერეს, სასწავლო გარემოსა და სტუდენტთა ნამუშევრების პრეზენტაციებს გაეცნენ.

ქობულეთის თანამედროვე სტანდარტების პროოფესიული კოლეჯი უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.  სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს  სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი. პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სპეციალობები  აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან  გამომდინარეა შერჩეული შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი,  ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი),  ბარმენი და სხვა.

განახლებული პროგრამები, შესაბამისი სასწავლო პირობები და მომზადების მაღალი დონე განაპირობებს იმ გარემოებას, რომ კოლეჯს ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდა ამთავრებს და თითქმის ყველა კურსდამთავრებული სასწავლებლის დამთავრებამდე იღებს დასაქმებაზე შეთავაზებას სხვადასხვა კომპანიიდან.

ღონისძიების მონაწილე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ახალი პროგრამა გააცნო, რაც კოლეჯთან მომავალ თანამშრომლობას და კურსდამთავრებულთა დასაქმებაში ხელშეწყობას გულისხმობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე