ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქეთევან ნატრიაშვილი რუსთავის პროფესიული კოლეჯის განახლებულ პროგრამებს გაეცნო

კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი რუსთავის პროფესიულ კოლეჯ  ,,მოდუსის“ განახლებულ სასწავლო პროგრამებს გაეცნო, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და  სტუდენტთა პრეზენტაციები მოისმინა.

შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს რუსთავის პროფესიული კოლეჯი ყოველწლიურად ასობით სტუდენტს აძლევს.  განახლებული სასწავლო პროგრამებით, სტუდენტები 15 სპეციალობას ეუფლებიან. სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთანაც, რომელთა შორისაა კომპანია “ენერგო-პრო“ ჯორჯია.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  “ენერგო-პრო“ ჯორჯიას ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ახალგაზრდების ჩართვა პროფესიული განათლების პროცესში“ „მოდუსის“ წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიებით დააჯილდოვა. კომპანია კოლეჯის სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკით და შემდეგ დასაქმების შესაძლებლობითაც უზრუნველყოფს.  ინკლუზიური განათლების ფარგლებში, „მოდუსში“ სხვადასხვა პროფესიას უფასოდ ეუფლებიან სსსმ  და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები.

დღესვე, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროექტის ფარგლებში, კოლეჯს რუსთავის #4, #14 და გარდაბნის #1 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები ადგილზე იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებსაც კოლეჯი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს. მოსინჯეს კონკრეტული სპეციალობები და პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.  

მიმდინარე სასწავლო წელს ”მოდუსში” მსურველები  შემდეგ მოთხოვნად პროფესიებში გადამზადდებიან: სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, მეთუნუქე-მღებავი,  ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი, მდნობელი, მეღუმელე, შემდუღებელი, მღებავი, დურგალი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი, ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი, ინფორმაციული ტექნოლოგი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი), ბუღალტერი, მასაჟისტი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე