ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამედროვე განათლება საქართველოს ფერმერებს

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის ახალი ეროვნული კონცეფციის საკითხებზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა  რუდოლფ შოხმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა მიიღეს. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მკვლვრები და ფერმერები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).

სოფლის მეურნეობის სფეროში განათლებისა და თანამედროვე სისტემების დანერგვა გაზრდის საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ საკითხებში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამასთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე