ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ   და  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მას 200-მდე სტუდენტი დაესწრო.

მემორანდუმის მიზანია სტუდენტების ინფორმირებულობის ამაღლება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მნიშვნელობის შესახებ და აღწერის პერიოდში სტუდენტების შესაძლო დასაქმების ხელშეწობა.

შეხვედრის დასაწყისში მერი დაუშვილმა სტუდენტებს სრული ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით და ამ პროცესში სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილი თამარ სანიკიძის სტუდენტებთან დიალოგს დაეთმო. მინისტრმა სტუდენტებთან ერთად  მიმიდნარე სასწავლო წელი შეაჯამა და მოკლედ ისაუბრა განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. შემდეგ  შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჯიმში გაგრძელდა, თამარ სანიკიძემ სტუდენტების ყველა შეკითხვას უპასუხა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე