ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება

ახალი სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  ერთობლივ პრეზენტაციაზე ისაუბრეს.

წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში.  არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადექვატური მექანიზმი. სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, იყო ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა.

2014-2015 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პილოტირების პროცესს იწყებს. პროექტი ფარგლებში:

  • სკოლის ექიმი მოსწავლეებს დროულ პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს;
  • დაგეგმავს და განახორციელებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებებს;
  • განახორციელებს ადექვატურ რეფერალს;
  •  ხელს შეუწყობს ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციას;
  •  გაავრცელებს ინფორმაციას იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების პრევენციული მექანიზმების შესახებ;
  • სკოლის დირექციასა და დამრიგებლებს მისცემს რეკომენდაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  •  სკოლები აქტიურად ჩაერთვებიან იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში;
  • მოხდება ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის და ცოდნის ამაღლება.

 სკოლის სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებით და სხვა საჭირო რესურსებით.

აღნიშნულ პროექტზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა მთელი წლის განმავლობაში ერთობლივლად იმუშავეს. შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ექიმებად დასაქმდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული პირები, რომლებიც ფლობენ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში - საოჯახო მედიცინა/პედიატრია. ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს და  გადაამზადებს სკოლის ექიმებს და განახორციელებს მათი საქმიანობის მონიტორინგს.  განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს საპილოტე სკოლების შერჩევას, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე