ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს ანტინარკოტიკული პოლიტიკა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას დაეყრდნობა

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დელეგაცია ლისაბონში ნარკოტიკებისა და ნარკოტიკზე დამოკიდებულების მონიტორინგის ევროპულ ცენტრში სამუშაო შეხვედრას მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, აგრეთვე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოში ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის ობსერვატორიის შექმნის საკითხი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით სასარგებლო ინსტრუმენტია დაბალანსებული, გამჭვირვალე და თანამედროვე ანტინარკოტიკული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში.

უწყებათაშორის საბჭოს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, კანონი ავალდებულებს, მიმდინარე წლის ბოლომდე შექმნას ასეთი ობსერვატორია საქართველოში, რომელიც განახორციელებს ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და შეფასებას, ამ ინფორმაციის ანალიზსა და სწორ ინტერპრეტაციას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო და პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვას. ევროპულ სახელმწიფოებში ეროვნული ობსერვატორიების მიერ ქვეყანაში ნარკოტიკული სიტუაციის შესახებ შეგროვებული მტკიცებულებებისა და ინფორმაციათა სწორი ინტერპრეტაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტებით ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილების მიმღები პირები ანტინარკოტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებისას, რომელიც დაბალანსებული უნდა იყოს (პრევენცია, რეპრესია, მკურნალობა, განათლება, ზიანის შემცირება და სხვ.).

ვიზიტის ფარგლებში განიხილება ქართული ობსერვატორიის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებები, თუ რომელ უწყებასთან შეიძლება ფუნქციონირებდეს ასეთი სტრუქტურა, როგორი უნდა იყოს მისი მუშაობისა და სხვადასხვა სამინისტროსთან თანამშრომლობის მეთოდი, რათა ობსერვატორია პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისა და უწყებებისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი ინსტრუმენტი იყოს.

დღეისათვის ეროვნული ობსერვატორიის ყველაზე წარმატებულ მოდელებად ევროკავშირში საფრანგეთისა და ჩეხეთის ობსერვატორიები ითვლება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე