ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

5 ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები წელს პირველად, მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც  2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანში ჩატარდება. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ,,ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმითედს (BAT)“, ამერიკული განათლების აზერბაიჯანულ ალუმნი ასოციაციას (AAA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, თავისუფალ უნივერსიტეტს, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის დღეს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, პირველად  საქართველოს ორი გამარჯვებული უნივერსიტეტის გუნდი, ბრითიშ ამერიქან ტობაკოს მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, სადაც გარდა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებისა, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და სერთიფიკატებით.

შეჯიბრში ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის დონიდან შერჩეული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

შეჯიბრის პირველი ეტაპი  საქართველოში გაიმართება და მასში 5 უნივერსიტეტის - თსუ, CU, FU, GAU და IBSU-ს გუნდები ჩაერთვებიან, მათგან   2 გამარჯვებული გუნდი   ბაქოში გაემგზავრება. სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს გაწიოს ნებისმიერი საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერა საჭიროებისამებრ, ხოლო ბრითიშ ამერიქან ტობაკო უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდების გამგზავრებას ბაქოში.

საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობა ასეთი დონის კონკურსში ძალზე მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქართველი სტუდენტების შესაძლებლობების გამოვლენას, ამაღლებს სტუდენტთა მოტივაციას, გაზრდის მათი მომზადების დონეს და არის მათი პროფესიულ ზრდისა და მომავალი წარმატების გარანტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე