ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის მილოცვა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით

განათლებისა და მეცნიერების სისტემის თანამშრომლებისა და წარმომადგენლების სახელით, პატივი მაქვს მივულოცო საქართველოს ევროპასთან აცოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა!

ამ ხელმოწერით აღდგა ისტორიული სამართლიანობა!

დასრულდა საქართველოს ხელოვნური იზოლაცია ევროპული ოჯახიდან.

მნიშვნელოვანია საქართველოს წვლილი საერთო ევროპული სახლის ჩამოყალიბებაში და ევროპეიზმის იდეის შექმნაში, დაწყებული ჯერ კიდევ ელინისტური პერიოდიდან.

მეამაყება, რომ ვარ იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში.

საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობებისა და განვითარების პერიოდი იწყება.

ვულოცავ საქართველოს და საქართველოს მთავრობას ამ დიდ წარმატებას!

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ რთული პროცესების წარმატებით განხორციელებაში.

საგანმანათლებლო სფეროსთვის ასოცირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

  • ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში ინტეგრაცია
  • სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების მკვეთრი ზრდა
  • კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების აღიარება
  • პროფესიული განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სინქრონიზაცია  

 ეს ყველაფერი არის ერთის მხრივ დიდი გამოწვევა და მეორეს მხრივ რეალური შესაძლებლობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა განათლებისა და მეცნიერების განვითარების გრძელვადიანი კონსოლიდირებული სტრატეგია, გადადგა კონკრეტული ნაბიჯები და მოამზადა სისტემა ყველა ამ მიზნების მისაღწევად.

ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს შეუქცევად ევროპულ განვითარებაში!        

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე