ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა ბელარუსის განათლების მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დღეს, ბელარუსის განათლების მინისტრის მოადგილეს ვიქტორ იაკჟიკისა და ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს ანდრეი კრასუცკისს შეხვდა. შეხვედრა მომავალი თანამშრომლობის მიზნით, ბელარუსის მხარის მოთხოვნით  გაიმართა და გაცნობითი ხასიათის იყო.

შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს ორივე ქვეყნის  განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე.

ბელარუსის დელეგაცია თბილისში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კონფერენციაში „თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში"

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე