ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა გაიმართა. საზაფხულო სკოლის თემა იყო საკლასო დაკვირვების სტრატეგიები და სუპერვიზია.

საზაფხულო სკოლას უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორები, პროფესორი მეი ბრიტ პოსტჰოლმი (ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი) და ასოცირებული პროფესორი ტორბიორნ ლუნდი (ტრომსოს და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტები).

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულმა სპეციალისტებმა, ფსიქოლოგებმა, სპეციალური განათლების პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებმა, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებმა, სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ასისტენტებმა,  მასწავლებელებმა, აღნიშნული პროფესიების შესაბამისი მაგისტრატურის სტუდენტებმა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • სასწავლო პრაქტიკის ეფექტურად განხორციელების სტრატეგიები;
  • აქტიური სწავლის, დაკვირვებისა და ინტერვიუს გამოყენების სტრატეგიები მოსწავლეთა/სტუდენტთა ხარისხიანი სწავლებისთვის;
  • მოსწავლეებსა და მასწავლებელთა შორის კონსულტირების დიალოგის მნიშვნელობა და მასწავლებელთა მხრიდან კონსულტირების ფორმები.

კურსის შედეგად, სასწავლო პროცესში ჩართულმა სპეციალისტებმა გაიღრმავეს საკლასო დაკვირვების, აქტიური სწავლებისა და კონსულტირებისთვის საჭირო უნარჩვევები. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე