ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან
ნატრიაშვილი და სამინისტროს
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
უფროსი გრიგოლ გაგოშიძე ევროპის
განვითარების ბანკის წარმომადგენელს მაილს რაგუზს
შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს 2002 წელს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები და ევროპის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის პერსპექტივა. მხარეები ინფორმაციის გაზიარების ფორმატსა და დამატებით სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.


