ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომპანია 'აზია ენერჯი“ კოლეჯის სტუდენტებს დაასაქმებს

პროფესიული კოლეჯი ''სპექტრი''  და  კომპანია ''აზია ენერჯი'' ახორციელებენ ერთობლივ პროექტს  „ევრო-მასტერი“,  რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას კოლეჯში, სტუდენტების სერტიფიცირებას, დატრენინგებას, გადამზადებას და მათ დასაქმებას „ევრო-მასტერში“.

თანამშრომლობის ფარგლებში, 25 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, კომპანია ''აზია ენერჯის'' ტრენინგცენტრში კოლეჯის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის  სატრენინგო და პრაქტიკული კურსები მიმდინარეობს  ელექტროშედუღების, ელექტრონული და ციფრული ტექნოლოგიების, .ვენტილაცია-კონდინცირებისა და ზეინკალ-სანტექნიკოსის მიმართულებით. დღეს, ტრენინგის მიმდინარეობას .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

ტრენინგები ოქტომბრამდე სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება, სტუდენტები შეისწავლიან მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ''როტენბერგერის'' და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციფიკას. კოლეჯის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულები  ''ევრო-მასტერში'' დასაქმდებიან. პროექტის საწყის ეტაპზე  50 კურსდამთავრებული დასაქმედბა, სრული პროგრამის დამთავრების შემდეგ კი - 200 კურსდამთავრებული.

„ევრო-მასტერის” პროექტი 2014 წლის ოქტომბერში გავა ბაზარზე და მოემსახურება მომხმარებელს იმ მიმართულებებით, რა კუთხითაც მოხდება სტუდენტების გადამზადება.

 წყლისა და გაზის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი  „აზია ენერჯი“ 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯთან „სპექტრი“ და ჩართულია პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში, კომპანია ’აზია-ენერჯსა” და პროფესიულ კოლეჯ ”სპექტრს” შორის კურდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთნამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

 

                                               

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე