ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იწყება პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი

რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს 10:00 საათიდან და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს 20:00 საათზე.

III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება წინა ეტაპებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ადგილებზე, ასევე შეუვსებელ/თავისუფალ ადგილებზე. 

III ეტაპზე შესაძლებელია დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ შეძლეს დარეგისტრირება I და II ეტაპზე.

III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება იმ საჯარო სკოლებში, სადაც არსებობს პირველკლასელთა ჩასარიცხად თავისუფალი ადგილი.

III ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იმ საჯარო სკოლის დირექციას, სადაც გსურთ დარეგისტრირება.

2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე