ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI-2014) საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გუნდი, 4 მოსწავლისა და 2 ხელმძღვანელის შემადგენლობით, საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა. საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ტაივანში, 13-20 ივლისს ჩატარდა.

აღნიშნული ოლიმპიადა საერთაშრისო დონეზე მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ოლიმპიადაა. მისი ძირითადი მიზანია ინფორმატიკის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ნიჭიერი მოსწავლეებისთვის სამეცნიერო და კულტურული გამოცდილების გაზიარების ხელეწყობა.

ოლიმპიადა ტარდება ყოველწლიურად და მასში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. 2005 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადაში მონაწილეობას.  ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებ გუნდს მოპოვებული აქვს 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი.

წელს მონაწილეებმა  1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 82 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზე გავიდნენ.

ნაკრები გუნდის შემადგენლობა:

  1. ნიკოლოზ სვანიძე - ოქროს მედალი (სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა);
  2. გიორგი სხირტლაძე - ბრინჯაოს მედალი (შპს - ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი);
  3. ელენე მაჩაიძე - ბრინჯაოს მედალი (სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა);
  4. ნიკა ნადირაძე - (სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა).

საქართველოს ნაკრებ გუნდს ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი მანდარია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი და ზაზა გამეზარდაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს მათემატიკისა და ბიოლოგიის  საერთაშორისო ოლიმპიადებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგნობრივი საერთაშორისო ოლიმპიადები ფიზიკასა და ქიმიაში. მნიშნველოვანია ის, რომ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ნაკრები გუნდი წელს პირველად მონაწილეობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე