ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

ხელნაწერთა ეროვნულ ცეტრში ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოაგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო და საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. სკოლის მონაწილეებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი პრეზენტაცია-მოხსენებები მათი სამეცნიერო კვლევის შესახებ. 

სკოლაში მონაწილეობდნენ მსმენელები პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, ლიტვიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. სკოლის პროგრამა განკუთვნილია ქართული ისტორიითა და კულტურით, განსაკუთრებით, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებულ უცხოელთათვის.

საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავდა აკადემიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს. აკადემიური პროგრამა ითვალისწინებდა სალექციო კურსებს და პრაქტიკულ სამუშაოებსა. აკადემიურ სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ქართველოლოგიის სფეროს ქართველი მეცნიერები. კულტურულ-საგანმანათლერბლო პროგრამა მოიცავდა საზაფხულო სკოლის თემასთან დაკავშირებულ გამოფენასა და ექსკურსიებს. ასევე, პროგრამის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა დისკუსიები. ლექციები ძირითადად ჩატარდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ასევე, თემატიკიდან გამომდინარე ექსკურსიების ფარგლებში.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის - საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.   

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მეოთხედ ჩატარდა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე