ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების ხარისხი იზრდება

სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების საკითხებზე, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს  ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებლებთან ურთიერთობის კუთხით არსებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები გაუზიარეს. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების ხარისხი და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლი.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის წარმატებული მაგალითები გაუზიარეს, ასევე, წარმოადგინეს კერძო სექტორთან პარტნიორული თანამშრომლობის დამყარების ალტერნატიული მოდელები, განიხილეს პროფესიული განათლების სივრცეში არსებული გამოწვევები.

შეხვედრის მონაწილეებმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს იმ თემებზე, რომელთა ირგვლივ გაერთიანებით, წარმატებული მაგალითების ურთიერთგაზიარებითა და ერთობლივი მუშაობით, შესაძლებელი გახდება მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა, მასწავლებლების პროფესიული განვითარება, სასწავლო მასალების შექმნა, ბიზნესის წარმომადგენლებთან კავშირების გაძლიერება და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე