ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა თავიანთი შესაძლებლობები კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე გამოავლინეს. ოლიმპიადა  სამ მიმართულებას მოიცავდა:
  • ვებ პროგრამირება
  • კომპიუტერული ქსელები
  • სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX

სასწავლო ოლიმპიადის მიზანს წარმოადგენდა:   მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება/სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით, ნიჭიერი პროფესიული სტუდენტების გამოვლენა და მათი წახალისება. ოლიმპიადაში მიღწეული შედეგების მიხედვით დაკომპლექტება საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე გუნდის შემადგენლობაც. ოლიმპიადის ჩატარების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.

ოლიმპიადა  დავალებების და ტესტების მეშვეობით ჩატარდა, რომელთა კონფიდენციალობა დაცული იყო. ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაცია  საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა გაუწიეს.

ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე, გამარჯვებულად გამოვლინდნენ რეიტინგულ სიაში თითოეულ მოდულში პირველ ადგილზე გასული ოლიმპიადის მონაწილენი, ხოლო საპრიზო ადგილები დაიმსახურეს რეიტინგულ სიაში თითოეულ მოდულში მეორე და მესამე ადგილზე გასულმა ოლიმპიადის მონაწილეებმა.

ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები დააჯილდოვა:

პირველი ადგილი  – 300 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

მეორე ადგილი- 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

მესამე ადგილი- 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე