ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები კერძო სექტორში დასაქმდნენ

ქობულეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას „ახალი ტალღა“ და სასტუმრო ,,გურია პალასს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, კოლეჯის კურსადმთავრებულებს სასტუმრო ,,გურია პალასი" სრულ მმართველობაში გადაეცათ. ამ ეტაპზე, სასტუმროს მენეჯმენტსა და მომსახურეობას სრულად ახორციელებს კოლეჯის  „ახალი ტალღა“  კურსდამთავრებულები, აქვე საწარმოო პრაქტიკას გადიან შესაბამისი მიმართულების  სტუდენტებიც.

სასტუმრო „გურია პალასში“ დასაქმებულ კურსდამთავრებულთა საქმიანობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი სხვა პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო, ქეთევან ნატრიაშვილი დამსაქმებელსა და დამსვენებლებსაც შეხვდა და მათი შეფასებებითაც დაინტერესდა.

პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორის დავით მჭედლიშვილის განცხადებით, ეს  კერძო სექტორთან განხორციელებული პირველი მასშტაბური პროექტია და კარგი სტიმული სტუდენტთა მომზადების დონისა და მათი მოტივაციის ასამაღლებლად.

პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობა კერძო სექტორთან არის გარანტია სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფისა და შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმების.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე