ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვერსია.

ზემოაღნიშნული დოკუმენტი მოიცავს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების უმთავრეს მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. მასში ასახულია განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევები და გასატარებელი საკვანძო ცვლილებები მიმდინარე გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც ახალ გამოწვევებს ქმნის ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს განათლებისა და მეცნირების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები  მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების ხარისხის, რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე