ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე „ამბასადორიალი 2014“ -ის მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2014“-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, სამინისტროს მნიშვნელოვანი და ძირეული მიმართულებები გააცნო.

მინისტრის განცხადებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაზეც სამინისტრო მუშაობს,  ჩვენი ქვეყნის მეცნიერების საერთაშორისო კვლევებში ჩართვაა - ჩვენი მთავარი მიზანია გავაღრმავოთ საერთაშორისო ურთიერთობა და ჩავერთოთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში, გავხდეთ ამ პროცესების განუყოფელი ნაწილი, ამიტომ საჭიროა ელჩები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე ტენდეციების, მიმდინარე პროგრამების შესახებ, რათა დროულად მოხდეს კომუნიკაცია საჭირო უცხოელ პარტნიორებთან - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე