ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეკობანაკის გამარჯვებული გუნდები სერთიფიკატებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ

ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ადმინისტრაციულ ოფისში ეკობანაკის დახურვის, ეკოკლუბების დაჯილდოების, სერთიფიკატებისა და დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე დაესწრო.

INRMW-საქართველო არის პროგრამა, რომელსაც 5 ორგანიზაციისგან შემდგარი GLOWS-ის კონსორციუმი ახორციელებს (ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის წრმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ხელმძღვანელობს პროგრამას; UNESCO-IHE; CARE International; Winrock International; CENN). პროგრამის მიზანია წყალშემკრები აუზების მართვის მოდელის საქართველოში დანერგვა ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის გზით. აუზური მართვის მოდელის დანერგვა ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობით ხორცილედება, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობასაც მოიცავს.

პროგრამის მიზანია წყალშემკრები აუზების მართვის მოდელის დანერგვა საქართველოში. INRMW-საქართველომ ქართველ მოსწავლეებთან მუშაობა მასშტაბური პროგრამით დაიწყო, რომლის შედეგადაც მრავალი საინტერესო აქტივობა განხორციელდა: შეირჩა 38 საჯარო სკოლა და შეიქმნა ეკოკლუბები, რომლებშიც დღესათვის 895 წევრია გაერთიანებული; ეკოკლუბებმა გახსნეს FACEBOOK-ის გვერდი სახელწოდებით “Ecoclub Boom”, რომელიც 1255 თანამოაზრე-მეგობარს აერთიანებს; მდგრადობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ეკოკლუბების ალიანსის წესდება და დაფუძნდა ააიპ „ეკოალიანსი“; თემატური პროექტების მხარდასაჭერად 25 ეკოკლუბს გადაეცა ეკო-ჯილდოები (13 ცალი წყლის ხარისის კვლევის მინი და საველე ლაბორატორიული აღჭურვილობა, 4 ცალი ნიადაგის კვლევის ლაბორატორიული აღჭურვილობა, 1 ცალი ნარჩენების გადასამუშავებელი კომპოსტერი; 2 ცალი საველე ლაბორატორილი ნაკრები, მიკროსკოპებისა და ფოტოკამერების ჩათვლით, 1 ცალი ენერგოეფექტურობისა და ალტენატიული ენერგიების გამოყენების შემსწავლელი ლაბოტრატორიული ნაკრები და სხვ.); ეკოკლუბებს 69 ტრენინგი ჩაუტარდათ და 800-მდე მოსწავლემ გაიარა ტრენინგები; ინგლისურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა წყლის კვლევის ავსტრალიური სახელმძღვანელო და მოხდა მისი ადაპტირება საქართველოს პირობების შესაბამისად. სახელმძღვანელო-გზამკვლევი დაურიგდება ყველა ეკოკლუბს; ეკოკლუბებისათვის 9 ეკობანაკი და 3 შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების თემატიკაზე 3 საველე ექსპედიცია განხორციელდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე