ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ისანი-სამგორის რაიონში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის №103 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს. ავარიული შენობიდან მოსწავლეების დაუყოვნებლივ გამოყვანისა და ძველი შენობის დემონტაჟის თაობაზე  გადაწყვეტილება, სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღო.

დემონტაჟის შემდეგ, 103-ე სკოლის ტერიტორიზე ახალი, თანამედროვე, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. ეს ინფორმაცია დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სკოლის ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას  და ჟურნალისტებს პირადად აცნობეს.

სამინისტრომ, ქალაქის მერიასთან ერთად, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სკოლასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო ღონისძიება მაქსიმალურად მოკლე დროში განახორციელა. რაც შეეხება ახალი სკოლის მშენებლობის დაწყებას, ამ მიმართულებითაც, სამინისტრო გააგრძელებს მერიასთან აქტიურ თანამშრომლებას და დემონტაჟის დასრულებისთანავე, ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.

103-ე საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლე 2013 წლის ოქტომბრიდან დროებით, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მოსწავლეთა ტრანსპორტირებას სამინისტროს მიერ დანიშნული სასკოლო ავტობუსი ახორციელებს.

103-ე სკოლა მრავალრიცხოვან მეტრომშენის დასახლებაში მდებარეობს და ამ ტერიტორიაზე აშენებულ თანამედროვე სკოლას, ახალი კონტიგენტით შევსების დიდი პერსპექტივა აქვს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე