ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონფერენცია თემაზე “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები“

კონფერენციაზე “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები“, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების სამომავლო ხედვა  და ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები წარმოადგინა.

ღონისძიება საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და განათლების სისტემის სიახლეებზე ისაუბრა, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ზოგადი განათლების განვითარების სტრატეგიული ხედვა წარმოადგინა, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასა და მის განვითარებაზე პრეზენტაცია ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ წარმოადგინა.

კონფერენციაზე ასევე გაკეთდა პრეზენტაციები თემებზე:

  • ეროვნული სასწავლო გეგმა განათლების თანამედროვე პარადიგმაში;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა საქართველოში და დანერგვის სტრატეგიები საერთაშორისო კონტექსტში;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგის შედეგები და მათი როლი ხარისხის გაუმჯობესებაში;
  • ავთენტური შეფასება სწავლისთვის, როგორც საკლასო შეფასების ერთ-ერთი მიდგომა;
  • ინკლუზიური განათლება და მისი განვითარება საქართველოში;
  • გაწეული საქმიანობის ანგარიში 2013-2014 წლებში.

ღონისძიებას დაესწრნენ და დისკუსიებში მონაწილეობდნენ  სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები და სისტემის სხვადასხვა სტრუქტურის  წარმომადგენლები. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე