ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს, დღეს 22:00 საათამდე ექნებათ შესაძლებლობა კონკურსში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge

გაცნობებთ, რომ დღეს 22:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდება მონაცემები თითოეული საჯარო სკოლის  დირექტორობის მსურველთა რაოდენობის შესახებ, ხოლო  დირექტორობის მსურველს 20 აგვისტოს 24:00 საათამდე ექნება უფლება შეცვალოს მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელება.

შეგახსნებთ, რომ ელექტრონული რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტებია - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ფოტოსურათი; სამოტივაციო წერილი. დირექტორობის მსურველს უფლება აქვს ელექტრონული რეგისტრაციის დროს აირჩიოს მისთვის სასურველი არაუმტეს  სამი საჯარო სკოლა. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე