ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დამსაქმებლები პროფესიული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის მნიშვნელობას.

პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და დამსაქმებლის მოთხოვნის შესაბამისად, პროფესიონალი კადრების მომზადების მიზნით, სამინისტრო რეგულარულად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან და სოციალურ პარტნიორებთან.

პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისთვის სამინისტრო პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომელიც პროფესიული სტანდარტების გადახედვა/განახლებას, მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას გულისხმობს. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი დამსაქმებლებიც. პროექტი ევროკავშირის 27 მილიონიანი დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვაა.

პროფესიულ განათლებაში თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ინტენსიური კომუნიკაციის ფონზე მიმდინარეობს სოციალური პარტნიორობის მოდელის გადახედვა. პროექტის მიზანია ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება და სოციალური პარტნიორების: დამსაქმებლების, პროფკავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე ჩართვა.

დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან გამოითქვა ინიციატივა და მზაობა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების პროცესში დამსაქმებლის ჩართულობის კოორდინაციისათვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, რომელიც სოციალური პარტნიორობისადმი განახლებულ მიდგომას შეესაბამება და რეალური პროექტების თანაგანხორციელებას გულისხმობს.

დამსაქმებლებმა გამოთქვეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით დაინტერესება და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა.

„პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სამინისტრო პროფესიული მასწავლებლების ტრენინგებს ახორციელებს და მასში 70 საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებლიდან 342 პედაგოგი და ბიზნეს სექტორის, ტრენინგ ცენტრებისა და პროფესიული ასოციაციების 127 წარმომადგენელი მონაწილეობს. ტრენინგის მონაწილე პედაგოგები, ექსპერტები დადამსაქმებლები პროფესიული სტანდარტების გადახედვასა და 60 მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას ახორციელებენ.

2014 წელს პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 60 მოდულური პროფესიული პროგრამებისათვის 100 პროფესიული სტანდარტი და 10 სახელმძღვანელო ევროპაში აპრობირებული მეთოდოლოგიის (DACUUM) შესაბამისად შემუშავდება, ხოლო კოლეჯებთან კონსულტაციების შემდეგ დაიწყება 50 მოდულის პილოტირება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე