ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეთა კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა მეორე საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედალები მოიპოვეს. ტურნირი ბულგარეთის ქალაქ კიუსტენდილში ჩატარდა.

გუნდის ტურნირში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, პროექტი  აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლამ წარმოადგინა და განახორციელა.

საქართველოს ნაკრები გუნდი დაკომპლექტებული იყო აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან.

ნორჩ ნატურალისტთა ტურნირი არის ახალი, ოლიმპიადებისაგან რადიკალურად განსხვავებული, ინტელექტუალური კონკურსი 12-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები  და  შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე