ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტები სამეცნიერო საზაფხულო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონული უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის სტუდენტებისთვის ზაფხულის სკოლის პროგრამა განხორციელდა სახელწოდებით - თანამედროვე ტენდეციები სამედიცინო ვიზუალიზაციაში და პაციენტისა და პერსონალის უსაფრთხოება. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდა.

ზაფხულის სკოლა ბირთვული და რადიაციული მედიცინის, დიაგნოსტირებისა და უსაფრთხოების სისტემების განვითარებას მიეძღვნა და მისის მიზანი იყო პროექტში მონაწილე სტუდენტების განათლების დონის ამაღლება, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და დარგის წამყვანი უცხოელი ექსპერტ-პროფესორებს შორის კონტაქტების დამყარება, სტუდენტებისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ზაფხულის სკოლაში ისეთი ცნობილი უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ როგორიცაა პროფესორები: მადან რეჰანი - მშვიდობის დარგში 2005 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, სამედიცინო ფიზიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOMP) გენერალური დირექტორი. ჯონ დამილაკისი - ევროგაერთიანების სამედიცინო ფიზიკოსთა ორგანიზაციის (EFOMP) პრეზიდენტი. დარელ ფიშერი - შეერთებული შტატების ჯანრმთელობის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი.ნიკოლას პალიკარაკისი - ტემპუსის პროგრამა  „Bio Medical Engineering Education Tempus Initiative in Eastern Neighbouring Area“ კოორდინატორი.

სამინისტრო უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, აფინანსებს და ხელს უწყობს ზაფხულისა და ზამთრის სკოლების განხორციელებას. პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი აქტიური ჩართვა და მონაწილეობა სამეცნიერო განხილვებში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროექტი უზრუნველყოფს სტუდენტთა რეგიონულ თანამშრომლობას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე