ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლების სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატები ასარჩევად წარედგინათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებით განისაზღვრა იმ დირექტორობის კანდიდატთა სია, რომლებიც ასარჩევად წარედგინენ ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის და თელავის  საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან, მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება დირექტორობის კანდიდატის მიერ პროგრამის წარდგენა და სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა/არარჩევა.

იხილეთ შესაბამისი ქალაქების საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორების კანდიდატების სიები:

ქუთაისი

ბათუმი

ფოთი

რუსთავი

თელავი

ბრძანებით გათვალისწინებულმა საჯარო სკოლებში წარდგენლმა დირექტორობის კანდიდატებმა უნდა მიმართონ შესაბამისი საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არჩევნებამდე უნდა წარუდგინონ:

ა) დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;

გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

დ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტი.

ამასთან, არჩევნებამდე კანდიდატებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ სკოლიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია გამოითხოვონ და სურვილის შესაბამისად აწარმოონ შეხვედრები.

,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე