ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

300-მდე მსოფლიო დონის მათემატიკოსი საქართველოშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, კავკასიელ მათემატიკოსთა ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია ევროპის მათემატიკური საზოგადოების ეგიდით ჩატარდა და მასში კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მათემატიკოსთა საზოგადოების 300-მდე ცნობილი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მონაწილე ქვეყნებს შორის იყო: აშშ, დიდი ბიტანეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, საქართველო, რუსეთი, სომხეთი.

ანალოგიური მასშტაბისა და მნიშვნელობის მათემატიკოსთა კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა. მომავალში კონფერენცია ყოველწლიური გახდება და  სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ მიზნით, სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, ფინანსდება სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო კვლევები და პროექტები, მიმდინარეობს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება,

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე