ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„მასწავლებელთა მომზადება, პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწრო. ღონისძიებას სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია  „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის“  სქემის განხილვას მიეძღვნა და მის მუშაობაში  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახალი სქემის ფარგლებში  სისტემური მიდგომა შემუშავდა, რომელიც პედაგოგის მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. სქემის ამოქმედებით მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასებული და ამავდროულად, ახალგაზრდა კადრებისათვის მიმზიდველი გახდება.  

"ჩვენ განათლების სფეროში სერიოზულ ინვესტიციას ვდებთ - 2012 წლიდან მოყოლებული, იზრდება ინვესტიციები განათლებასა და მეცნიერებაში. სწორედ ამ სფეროდან ველოდებით ყველაზე დიდ უკუგებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, განხორციელებული რეფორმების შედეგად 60 პროცენტით შემცირდა ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე; შენდება ახალი სკოლები, გარემონტდა 1000-ზე მეტი სკოლა, სოფლებში 50 ათასზე მეტ სკოლის მოსწავლეს ემსახურება ტრანსპორტი; საჯარო სკოლებში დაინერგა ისეთი სპეციალური სერვისები, როგორიცაა ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ახლა უკვე ექიმის მომსახურება; ხელმისაწვდომი გახდა ინკლუზიური განათლება. რაც შეეხება უმაღლესი განათლების სფეროს, პრემიერ-მინისტრმა 21 სპეციალობაზე უფასო სწავლებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საჭიროა კონკრეტული დარგების განვითარება.

„მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის“ სისტემის დანერგვის ძირითადი მიზანი კი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. 

დოკუმენტი განსაზღვრავს პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, ქმნის წინაპირობებს მასწავლებლის პროფესიის რეგულაციისთვის.

2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება; მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი მომდევნო წლებშიც - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე