ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნორვეგიის განათლების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგები შეჯამდა

თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან  ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალურ დირექტორს კარი ბრუსტადს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო აქტივობები.

ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან  თანამშრომლობს  საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ამავე წლიდან,  ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში. 2013 წლიდან ინკლუზიური განათლება ინერგება საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების სისტემაში.

ინკლუზიური პროფესიული განათლების გაძლიერებით, სამინისტრო ეხმიანება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის დეკემბერში რატიფიცირდა.

ბოლო წლებში ზოგადი განათლებოს საფეხურზე მიღწეული შედეგები:

  • გაიზარდა სკოლებში სსსმ პირთა რაოდენობა;
  • არსებობს და გაფართოებული შემადგენლობით მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი;
  • დაინერგა სსსმ პირთა შეფასების ინსტრუმენტები:
  • სკოლებში დასაქმდნენ სპეცმასწავლებლები;
  • გაიზარდა ინტეგრირებული კლასების რაოდენოპბა;
  • დაინერგა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.

პროფესიულ განათლებაში განხორციელებული ატივობები:

  • განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები სსსმ და შშმ პირთა განათლების ხელშეწყობის მიზნით;
  • დაიხვეწა სსსმ და შშმ პირთა ჩარიცხვის მექანიზმი - 11 პროფესიულ სასწავლებელში 92 სსსმ და შშმ პირი უფასოდ ეუფლება პროფესიას;
  • პროფსაწავლებლების 250 პედაგოგმა სპეციალური გადამზადება გაიარა;
  • 2014 წლის დეკემბრამდე, უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, 5 პროფესიული სასწავლებლის ადაპტირების პროექტები შეიქმნება;
  • 7 პროფესიულ სასწავლებელში 2016 წლისთვის განხორციელდება სსსმ და შშმ პირებისათვის ფიზიკური გარემოს მოწყობა და სრული ადაპტირება;
  • სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს სსსმ და შშმ პირთა დასაქმების მიზნით;
  • 2015 წელს იგეგმება მეწარმეობის პროექტების დაფინანსება სკოლისა და პროფესიულის საფეხურზე.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე