ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა ტყიბულელ პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ტყიბულის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა  ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ინიციატივით გაიმართა და მას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს შეხვედრის მონაწილეებს და მოკლედ მიმოიხილეს ის ცვლილებები, რაც სკოლებში გასულ სასწავლო წელს განხორციელდა. ზოგადი განათლების სიახლეებზე კი, ვრცელი პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა წარმოადგინა. შემდეგ კი, შეხვედრა  რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დირექტორებმა და მასწავლბლებლებმა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები  გამოეთქვათ.

შეხვედრის ბოლოს, წარმატებული პედაგოგების  სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე