ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაკურიანში საზაფხულო სკოლამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „საზაფხულო სკოლების პროგრამის“ ფარგლებში წელს პირველად, პროექტი „მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა საქართველოში“ განახორციელა. პროექტში სამინისტროს მიერ ორგანიზებული სასკოლო კონკურსებისა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო შედეგების მქონე მე-9,  მე-10 და მე-11 კლასების 80 მოსწავლე მონაწილეობდა.

„მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ორიენტირებული იყო  პიროვნული უნარებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე და მოიცავდა  ბევრ საინტერესო თემატურ და არააკადემიურ პროგრამას. საზაფხულო სკოლის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს ლიდერული უნარების განვითარებაში (ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის წარმოება, გუნდური მუშაობა, პროექტების შემუშავება, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება და სხვა).

საზაფხულო სკოლის ბოლო გამოსაშვებ ღონისძიებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ოთხმოცივე მოსწავლეს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცათ.

 

  

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე