ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საზაფხულო სკოლების პროგრამის ფარგლებში“ წელს პირველად, ახორციელებს პროექტს „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა საქართველოში“.

საზაფხულო სკოლა  ბაკურიანში 2 ნაკადად  იმართება. პირველი ნაკადის ბოლო დღეს, ბაკურიანში სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და პირდადად გაეცნენ საზაფხულო სკოლის შემაჯამებელ ღონისძიებებს. საზაფხულო სკოლის მონაწილეები იყვნენ „ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“ კონკურსში მონაწილე მოსწავლეების არაქართულენოვანი სკოლების 40 მასწავლებელი.

პროექტის მიზანია:

  • ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.   
  • მონაწილეები არიან  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის - „ქართული ენა ჩემი  წარმატებისთვის“ საფუძველზე შერჩეული 2013-2014 აკადემიური წლის მდგომარეობით მე-9, მე-10 და მე-11 კლასების საუკეთესო შედეგების მქონე 40 მოსწავლე და მასწავლებლების სიები მოწოდებული იქნა ზემოთაღნიშნულ კონკურსში მონაწილე (მოსწავლეების) სკოლების დირექტორების მიერ.

საზაფხულო სკოლა მოიცავდა როგორც ქართული ენის ინტერაქტიული პროგრამების განხორციელებას, ასევე არააკადემიურ პროგრამებს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე