ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექნოლოგიური საკლასო ოთახის პრეზენტაცია გაიმართა

თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს  ხდის სწავლა-სწავლების პროცესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სკოლების კომპიუტერიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახი მოეწყობა. 

დღეს, კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უახლესი კლასის მოდელის პრეზენტაცია გამართა.

საკლასო ოთახის მოდელი, რომელიც იუ-ჯი-თიმ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენა აღჭურვილია Acer-ის ინოვაციური ტექნიკის ნიმუშებით:

·  თანამედროვე ინტერაქტიული სასწავლო/საპრეზენტაციო სისტემა;

·  ნოუთბუქი მასწავლებლისათვის;

·  თაჩ ეკრანიანი ნეტბუქები მოსწავლეებისათვის;

·  მულტიფუნქციური პრინტერი.

ტექნოლოგიური საკლასო ოთახის საშუალებით, მასწავლებელს  შესაძლებლობა ექნება ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართოს გაკვეთილი, მოსწავლეებს გაუადვილოს, საინტერესო და სახალისო გახადოს სწავლების პროცესი. მოსწავლეებს კი, შეეძლებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საგნებში მნიშვნელოვნად აიმაღლონ ცოდნის დონე.

პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას აღნიშნული ტექნიკის შესაძლებლობები და სწავლების პროცესში გამოყენების მეთოდები გააცნეს. თანამედროვე ტექნოლოგიური კლასის გამოყენება სწავლების პროცესში  ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია.

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე