ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერებისთვის

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან პარტნიორობით, იწყებს პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“.  

პროექტის პრეზენტაციას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი კათერი კლემენტი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პროექტი ხორციელდება 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.  მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტია 140 მილიონი აშშ დოლარი.

საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია 16 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა კომპაქტიდან, შემდეგი აქტივობების განსახორციელებლად:

(ა) გრანტების გაცემა პროფესიული განათლების კერძო და საჯარო პროვაიდერებისთვის, რომლის ფარგლებში  დაფინანსდება:

  • წინადადებები შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ან არსებული პროგრამების განახლება-განვითარების, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.
  • წინადადებები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და დამსაქმებლებთან არსებული კავშირის გაღრმავების მიზნით.

(ბ) ტექნიკური და საექსპერტო დახმარების გაწევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში;

(გ) პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და ინდუსტრიას შორის არსებული წარმატებული მაგალითების მოძიება და გავრცელება. 

აღნიშნული საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას განახორციელებს ათასწლეულის გმოწვევის ფონდი - საქართველოს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული ფირმა PEM Consult - ი. სატენდერო წინადადება მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე