ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საზაფხულო სკოლების პროგრამის ფარგლებში“ წელს პირველად, ახორციელებს პროექტს „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა საქართველოში“.

საზაფხულო სკოლა დაბა  ბაკურიანში 2 ნაკადად გაიმართა და მასში საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის - „ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“ გამარჯვებული  მოსწავლეები და მათი  მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

საზაფხულო სკოლის პირველ ნაკადში მონაწილეობდა როგორც ქართველი ისე აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი და სხვა ეროვნების მასწავლებლები. სწორედ ამ პედაგოგთა აღსაზრდელებმა მოიპოვეს გამარჯვება ესეების კონკურსში “ქართული ენა ჩემი  წარმატებისთვის“.

საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადის მონაწილეები იყვნენ კონკურსის “ქართული ენა ჩემი  წარმატებისთვის“ საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასების საუკეთესო შედეგების მქონე 40 ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე. დღეს, საზაფხულო სკოლის შემაჯამებელ ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.

პროექტის „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა საქართველოში“. მიზანი იყო:

  • ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.   

საზაფხულო სკოლამ მონაწილეებს მრვალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი პროგრამა შესთავაზა. სხავადასხვა ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი და სხვა ეროვნების მოსწავლეები და მასწავლებლები ისე, მათი ქართველი თანატოლები და კოლეგები. საზაფხულო სკოლაში ხორციელდებოდა როგორც ქართული ენის ინტერაქტიული აკადემიური პროგრამები, ისე  არააკადემიური გასართობი და სპორტული აქტივობები. დასკვნით ღონისძიებაზე მინისტრმა მეორე ნაკადის მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა, აქვე დასაჩუქრდნენ სხვადასხვა შიდა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებიც.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე