ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2013-2014 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 1000-ზე მეტ სკოლაში განხორციელდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 126-ე საჯარო სკოლას ეწვია და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ზაფხულის განმავლობაში 126-ე საჯარო სკოლაში გარემონტდა და მოეწყო 30 საკლასო ოთახი, შეკეთდა სახურავი და გაკეთდა სარინელები, უახლოეს მომავალში ამოქმედდება ექიმის კაბინეტიც. სკოლაში 1000-მდე მოსწავლეა, ცალკე ფლიგელშია განთავსებული პირველკლასელთა საკლასო ოთახები. 2014 წელს ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ოთხი სართულიდან სამი სართული გარემონტებულია, მეოთხე სართულის სარემონტო სამუშაოები სასწავლო წლის დასრულებისთანავე დაიწყება.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები  საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ სკოლაშია ჩატარებული, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ორი ახალი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა, 2014 წლის ბოლომდე ხუთი ახალი სკოლა ამოქმედდება, ხოლო 2015 წლის დასაწყისში ორი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება. 2014 წელს 1500-ზე მეტი სკოლა აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, მოხდა 44 საჯარო სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

მინისტრის განცხადებით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება ვინაიდან, სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით სამუშაოები გეგმაზომიერად, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით გრძელდება - წელს დაიწყება 8 ახალი სკოლის მშენებლობა და მომავალი სასწავლო წლისთვის, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ასობით სკოლა გარემონტდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე