ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ ენების ევროპულ დღეს!

ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წელი გამოცხადებული იყო ენების ევროპულ წელიწადად და მთელი წლის მანძილზე ევროპის ქვეყნებში ტარდებოდა ღონისძიებები, რომელთა საზეიმო დახურვის ცერემონიალი დეკემბრის თვეში გაიმართა ბრიუსელში, სადაც გადაწყდა, რომ 26 სექტემბერი დაეწესებინათ, როგორც ენების ევროპული დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მიაპყროს საზოგადოების ყურადღება ენების შესწავლის აუცილებლობას, გააფართოოს წარმოდგენა ევროპაში გავრცელებულ ენებზე და მთელ მსოფლიოს მოუწოდოს - „ვისწავლოთ ენები მთელი ცხოვრების მანძილზე!“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველ წელს კონკრეტული ღონისძიებებით აღნიშნავს ამ დღეს. წელს, 26 სექტემბრიდან, ამოქმედდება ქართულის როგორც უცხო ენის ვებგვერდი (www.geofl.ge), რომელზეც განთავსებულია „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში შესრულებული სასწავლო, მეთოდური თუ დამხმარე მასალები უცხოელი შემსწავლელებისათვის. სახელმძღვანელოები იქმნება ენის ფლობის დონეების შესაბამისად და ითვალისწინებს საერთო ევროპულ ენობრივ კომპეტენციებს. პროგრამა კვლავ აგრძელებს მუშაობას და თანდათან შეივსება ვებგვერდის ყველა ფანჯარა. ვებგვერდის გამოყენება თავისუფალია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე