ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ წევრი გახდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ჩინეთის საინჟინერო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის პოლიტსაბჭოს წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ფან იუნჰეს ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანია საქართველოს, როგორც  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ კავშირის მომავალი წევრი ქვეყნის შესაძლებლობების განსაზღვრა ანუ, რამდენად და რა შესაძლებლობებით შეუძლია საქართველოს ჩაერთოს და იყოს კავშირის წევრი ქვეყანა.

დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე ის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილეს, რითაც ქართული მხარე  კავშირის წევრ ქვეყნებთან ითანამშრომლებს.

კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ მიზანია აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთ ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანება და წევრი ქვეყნების ჩართვა ერთობლივ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო  და სხვა პროექტებში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე