ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ შემოდგომის ფესტივალი (გამოფენა) გაიმართა. კოლეჯმა კახეთის რეგიონში არსებულ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს და მომავალ პროფესიულ სტუდენტებს უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგროც კერძო, ასევე  სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში დარეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა.

ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის წარმოდგენილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფესტივალზე მისულ პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული ტესტების ნიმუშებს გაცნობოდნენ, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ღონისძიების ბოლოს წარმატებული კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე