ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მემორანდუმი ქართულ და ავსტრიულ მხარეებს შორის

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალურ სამინისტროს  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰანსპეტერ ჰუბერმა მოაწერეს.  

მემორანდუმის თანახმად, მხარები ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში გამოცდილებისა გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს როგორც პილიტიკურ, ისე საექსპერტო საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემის სტრუქტურის, სასწავლო გეგმების, დიდაქტიკური მასალების განვითარებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

მემორანდუმის ფარგლებში, ავსტრიის საუნივერსიტეტო კოლეჯებსა და საქართველოს მასწავლებელთა გადამზადების დაწესებულებებს შორის დამყარდება პირდაპირი ურთიერთობები და თანამშრომლობა. ავსტრიული მხარე ქართველ მასწავლებლებს  ყველა დონის გერმანული ენის ტრეინინგ სემინარებს შესთავაზებს. მხარეები გამოცდილებას ინტენსიურად გაუზიარებენ პროფესიული განათლების სფეროში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მეღვინეობის და ტურიზმის სექტორებში.

სასკოლო პარტნიორობის პროგრამების მეშვეობით, მხარეები ერთმანეთს ხელს შეუწყობენ საქართველოსა და ავსტრიულ სკოლებს შორის კონტაქტების გაძლიერებასა და მრავალმხრივ სასკოლო ქსელებში მონაწილეობაში. ორივე მხარე  ხელს შეუწყობს ასევე საგანმანათლებლო საკითხებზე მეორე მხარის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებს, შეხვედრებსა და კონკურსებში საკუთარი წარმომადგენლების მონაწილეობას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე