ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის პრეტესტი მიმდინარეობს

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში საცდელი ტესტირება ჩატარდა. საცდელი ტესტირების მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი აკვირდებოდა, რომელმაც პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.

საცდელი ტესტი, აპლიკანტებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი შეფასებს გარეშე გაიარონ ტესტირება და მოსინჯონ საკუთარი ძალები. ეს მათ საგამოცდო პროცესს გაუადვილებს.

2014 წლის საშემოდგომო მიღებაზე  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 10 454 პირი დარეგისტრირდა. წელს ყველაზე მოთხოვნადი მზარეულის, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის, ბუღალტერის, ვებსპეციალისტია და მწვრთნელის პროფესიებია.

ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ხვალ, 5 ოქტომბერს საგამოცდო ცენტრებში დროულად გამოცხადნენ და თან იქონიონ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2013 წელს, პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო დაფინანსებით სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე