ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ცენრის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა, სადაც ცერნის გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა და ცერნის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა სერხიო ბერტოლუჩიმ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი დადებითად შეაფასეს. აღნიშნეს, რომ საქართველოს  შანსი, გახდეს ცერნის ასოცირებული წევრი, ძალიან მაღალია. გამოითქვა მზაობა, რომ  უახლოეს პერიოდში ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდეს და  შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ.

ასოცირებული წევრობის შემთხვევაში, საქართველო ცერნის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებაში დიდ წვლილს შეიტანს. საერთაშირისო ასპარეზზს გზას გაუხსნის ქართველ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ინჟინრებს, IT სპეციალისტებს.   ასოცირებული წევრობა ეს არის კოლაბორაციის ახალი ფაზა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს  არა მხოლოდ გაზარდოს იმ მეცნიერთა კვოტა, რომელიც ცერნში მუშაობს, არამედ კვლევებში  მონაწილეობის მისაღებად  უფრო მეტი ახალგაზრდა მეცნიერი და დოქტორანტი მიავლინოს და ამავდროულად, მონაწილეობა მიიღოს იმ გრანდიოზული პროექტებში, რომელსაც ცერნი ახორციელებს.

ცერნის ბირთვული კვლევების საერთაშირისო ორგანიზაცია მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს წარმოადგენს. ბირთვული კვლევების საერთაშირისო ორგანიზაციაში საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც მინისტრი, თამარ სანიკიძე ცერნში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. დღეის მდგომარეობით, განათლების სამინისტრო ცერნთან ხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს.

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე